დავით სონღულაშვილი - ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას - მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც

საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებისა და აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტი აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც გაკეთდება.

„რაც შეეხება წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების მოდერნიზებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის პროექტირება და მშენებლობის სამუშაოების დაწყება. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული წყალსაცავი კახეთში 40 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაზრდის წყალ უზრუნველყოფის ხარისხს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც. აკვაკულტურის წარმოების ზრდის ხელშეწყობა გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და მოიზიდავს ინვესტორებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მოუსმინეს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა