„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი - სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა

„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი - სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა. ეს დაზღვევა სპეციალურად პრიმო მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით როგორებიცაა, დაფარვის მაქსიმალური ლიმიტი - 300 000 ლარი, არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საჩუქრად, კომბინირებული სადაზღვევო პაკეტით, რაც გულისხმობს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტების გაერთიანებულ ალტერნატივას და სხვადასხვა ბენეფიტებს.

მათივე ინფორმაციით, სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ფარავს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი, მენინგიტი და სხვა. კრიტიკული დაავადების დადგენის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება საშუალება ერთიანად ისარგებლოს 300,000 ლარამდე ანაზღაურებით და ეს თანხა განკარგოს საკუთარი საჭიროებისამებრ.

“პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა ჩვენი მთავარი მიზანია. „ალდაგში“ მუდმივად ვფიქრობთ სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და პირობებზე, რომლებიც „პრიმოს“ სერვისს უნიკალურს გახდის. ამჯერად მომხმარებელს ვთავაზობთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების ისეთ დაფარვებს, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვის უნიკალურია. 300,000 ლარი ანაზღაურება კრიტიკული დაავადებების დადგენის შემთხვევაში მხოლოდ „ალდაგში“ „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი”,- განაცხადა „ალდაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა