დონალდ ტრამპი - მექსიკის ახალ პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი მქონდა - ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა

დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მიგრაციის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

„მექსიკის ახალ პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა, ფაქტობრივად ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაკეტვას“, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ Truth Social-ის პლატფორმაზე.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ცნობით, დონალდ ტრამპს მიგრაციასთან დაკავშირებით მექსიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია აუხსნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მექსიკის პოზიციას არა საზღვრების ჩაკეტვა, არამედ მთავრობებსა და ხალხებს შორის ხიდების აშენება წარმოადგენს“, - წერს მექსიკის პრეზიდენტი X-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს