ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გადატვირთვა გახდება შესაძლებელი!

აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა გახდება შესაძლებელი! - ეს განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას აშშ-ში მომხდარი ცვლილებები მისცემს.

“ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კობახიძემ.

მან 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტად დაასახელა.

“ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები მიღწევა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა - ეს იყოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, უვიზო რეჟიმის და კანდიდატის სტატუსის მიღება. ქვეყანამ ოთხივე ხელშესახები შედეგი ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო. მანამდე ევროინტეგრაციის გზაზე ნულოვანი პროგრესი იყო!

ჩვენი ამოცანა და უმთავრესი პრიორიტეტია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ! კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ პირობა იმისა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს - ყველაზე მეტად მზად, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული სისტემის განვითარების თვალსაზრისი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა მშვიდობის შენარჩუნება. აქაც შეგვიძლია მყარი პირობა დავდოთ, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნატოსთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.

“ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ურთიერთობების გადატვირთვაზე - აქაც გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის