სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს - რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან მომიტინგეები

სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იყო განლაგებული, ტერიტორია დატოვა, ნაწილი კვლავ რჩება ადგილზე.

ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონის უკან კლავ რჩება წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა.

რუსთაველის გამზირზე, “ცისფერ გალერეასთან” არიან შეკრებილები პროტესტის მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ისინი კვლავ ბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ბარიკადები აქვთ აღმართული.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყწნებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე რჩებიან. ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის