საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით - სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს

საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა