ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ საქართველოს შეუჩერებია - ამგვარი სიცრუე და ორპირობა არყევს ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი

ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს შეუჩერებია - ამგვარი სიცრუე და ორპირობა, რომელსაც ქართული საზოგადოება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში აკვირდება, არყევს ქართველების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.

„ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის მიერვე ჩატარებული კვლევის - „ევრობარომეტრის" თანახმად, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობა ბოლო 6 თვის განმავლობაში 6%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე - 58%-მდე შემცირდა. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა დავალებითაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც ევროკავშირის იმიჯი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ხაზგასმით ვთქვით გუშინწინაც და გუშინაც. საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომელთა 90 პროცენტზე მეტი უკვე 2028 წელს გვექნება შესრულებული. თუმცა, ამასთან ერთად, არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წაიყვანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ