ლევან იოსელიანის ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე მის დასწრებას არ ეთანხმებიან, ომბუდსმენის აპარატში მუშაობას აგრძელებენ და მათთან კომუნიკაცია „კორექტული პოლემიკის ფარგლებს“ არ გასცდენია

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ომბუდსმენის აპარატის იმ თანამშრომელთა განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრებას გაემიჯნნენ.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მას ჰქონდა აღნიშნულ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, ისინი აგრძელებენ თავის საქმიანობას და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ომბუდსმენსა და აპარატის თანამშრომელთა შორის კომუნიკაცია არ გასცდენია „კორექტული პოლემიკისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფარგლებს“.

„ეს არის ჩვენი შიდა საკითხი, რა თქმა უნდა, მქონდა მათთან შეხვედრა. ჩვენთან აზრის გამოხატვა არის უზრუნველყოფილი. ყველას აქვს საშუალება, რომ თავისი მოსაზრება კონკრეტულ საკითხზე გამოხატოს. ეს არის სამართლებრივი საკითხი- ნაწილი თვლის, რომ ეს შეკრება არ იყო კანონიერი, ნაწილი თვლის, რომ იყო კანონიერი. მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი აზრი გავუზიარე. მათ თავისი აზრი აქვთ და დარჩნენ თავიანთ აზრზე, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის მათ უფლებამოსილების შესრულებასთან. არც ერთ თანამშრომელს არ დაუწერია წასვლაზე განცხადება, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ასრულებს თავის საქმიანობას. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს და ბუნებრივია, შეიძლება არსებობდეს. მეც იურისტი ვარ და ძალიან კარგად მესმის კანონის შინაარსი, მათაც შეიძლება რაღაც სხვანაირად ესმოდეთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს არ სცდება ჩვენს შორის კორექტული პოლემიკის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფარგლებს.“- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს, სახალხო დამცველის აპარატის 37-მა თანამშრომელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს - ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას“.

მათივე ცნობით, მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული მოხელეები ქმნიდნენ და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის