სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურად, ლაღიძის ქუჩაზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩაზე - ლაღიძეზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს.

პარალელურად, თავისუფლების მოედანზე კვლავ რჩებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და, ასევე, სპეცტექნიკა.

აქციის მონაწილეები ოპერის მიმდებარედ ხელოვნურ ბარიკადებს ქმნიან.

რამდენიმე წუთის წინ საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე იმის გამო დააკავეს, რომ ის სპეცრაზმთან ახლოს მივიდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა