გიორგი ბოტკოველი - დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის აღდგენის და ამავდროულად, გადარჩენის პროცესი

დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის აღდგენის და ამავდროულად, გადარჩენის პროცესი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, „ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს თავისი სადამსჯელო რაზმით, ეს არის ქვეყნის ღალატი“.

„დარწმუნებული ვარ, ეს ვერ შეაშინებს ვერცერთ ამ იმ ადამიანს, ვინც ამ საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული. პროტესტი არა მხოლოდ თბილისშია, მთელ საქართველოს მოიცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში მთელი საქართველო ჩაერთვება. არ მიეცემა ივანიშვილს იმის საშუალება, რომ მან რუსებს ჩააბაროს ჩვენი სამშობლო, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის, ეს არის პირდაპირი პასუხი ივანიშვილის მოღალატეობრივ, რუსულ საქმიანობაზე, რომლითაც ის საქმიანობს მთელი 12 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება იქნება ერთი, მთავარი რამ, საქართველოს დაეხმაროს იმაში, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ",-განაცხადა ბოტკოველმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა