გიორგი ტყემალაძე - შევასრულებთ ნაკისრ ყველა ვალდებულებას და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა - დაუშვებელია ზოგიერთი რადიკალური დაჯგუფების დესტრუქცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას, მის მომავალს

ყველას გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ ის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, - ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.

გიორგი ტყემალაძის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არის ურყევი და ბოლო დღეების განმავლობაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ეს არაერთხელ განმარტეს.

„ჩვენ შევასრულებთ ნაკისრ ყველა ვალდებულებას და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გააკეთეს, არის ურყევი. ამ მიმართულებით სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა ძალიან ბევრი ნაბიჯი და მომავალშიც ბევრს გააკეთებს, მაგრამ ახლა არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სრულიად დაუშვებელია ზოგიერთი რადიკალური დაჯგუფების იმგვარი დესტრუქცია და ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. პოლიციის ქმედება არ გასცილებია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს. რაც შეხება ცალკეულ შემთხვევებს, ეს აუცილებლად იქნება გამოძიების საგანი. ამიტომ გთხოვთ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ ყველა ის პროცესი, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რომლის განცხადებასაც საკრებულო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა