ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში გაიმართება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი არ დააყენოს. გარდა ამისა, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამ დღიდან მოყოლებული დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა