გიგი წერეთელი - კატასტროფული კადრები, რაც  ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას

კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობას გამოეხმაურა.

გიგი წერეთლის განცხადებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები სრულად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და ვერავის გადააბრალებენ.

“ეს კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას.

ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმები, სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხით ძალადობრივი ჯგუფების მიერ, პოლიციის თვალწინ, საზოგადოების დაშინების გარდა, სამოქალაქო დაპირისპირებას უკიდურესად აღრმავებს.

ეს სრულად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და ვერავის გადააბრალებენ. მხოლოდ ძალით და კომპრომისის გარეშე, საკუთარ ხალხთან, მითუმეტეს ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან ბრძოლა არ გამოვა.

ამგვარი სცენარი, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და ჩვენს ქვეყანას სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ამიტომაა ახალი არჩევნების დანიშვნა ვითარების ნორმალიზების გზა და ესაა მთავარი მოთხოვნაც.

მანამდე, ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პროტესტის მონაწილის გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა!

მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული, კობა ხაბაზი გუშინ და მანამდე გურამ როგავა, ზვიად მაისაშვილი, მარიამ გაფრიდაშვილი, სხვებიც, ფატალურ შედეგს საბედნიეროდ გადაურჩნენ, მაგრამ აგრესიის და ძალმომრეობის არსებული გარემო, დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს. ასე ქვეყნის მართვა ვერ გაგრძელდება, საქართველოში ავტოკრატია და რუსული სცენარი ვერ გაიმარჯვებს!”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის