ირაკლი კობახიძე - ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს

ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში „მაიდნის“ მცდელობა ჩავარდა ახლა ერთადერთი რასაც ცდილობენ, მცირე ზიანი მაინც მიაყენონ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას არ აცადონ ბოლომდე ახალი წლის ზეიმი.

„ასეთი მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ უკვირთ, თუ რატომ აგებენ ყოველ ჯერზე არჩევნებს. უკვე ცხრა არჩევნები აქვთ წაგებული. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე. მე ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა