ალეკო ელისაშვილი - მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება - ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ

მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული - ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მძიმე დღეები გაიარა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, თუმცა, თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება.

„მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ.

მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით!

რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი, ა. ელისაშვილი”, - წერია ალეკო ელისაშვილის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება