გიორგი ჩაკვეტაძე სუს-ის განცხადებაზე - გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს, რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს - არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის გამწვავება უნდა გამოიწვიოს

მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო! კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების გეგმებზე, 2024 წლის 14 დეკემბერს, ჩაიშალოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი და ამ მიზნით, მიმდინარე კვირას მდგომარეობა მაქსიმალურად დაძაბონ.

როგორც ჩაკვეტაძე ანიშნავს, პროტესტის მონაწილეებმა გუშინ მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, რაც საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია ვითარების გასამწვავებლად.

„მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო!

კოლექტიური „ნაც. მოძრაობა“ დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება.

გასული 10 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა საშუალება გამოიყენეს სიტუაციის ხელოვნურად რადიკალიზაციისთვის, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა.

სწორედ ამიტომ, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს. რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის არსებითად გამწვავება უნდა გამოიწვიოს.

მივმართავ ამ ჯგუფებს, ხელი არ წაგიცდეთ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ!

მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ სახელმწიფო უწყებები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ!“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის