საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თურქეთი) დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრა, რომელსაც კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ფათიჰ კირიშიკი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ადნან უკური, ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი მეჰმეთ ედენი და მანქანათმშენებლობის მიმართულების დოქტორანტები - ბაჰადირ კინაჩი და ეიუპ ტაშკაია ესწრებოდნენ, სტუ-ის ვიცე-რექტორმა გახსნა.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კი მრავალწლიანი საერთო სამუშაო ინტერესი აკავშირებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებული აქვს 29 თურქულ უნივერსიტეტთან. მათგან 21 უნივერსიტეტთან კი გაფორმებულია ერაზმუს+ ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა. ჩვენსა და კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს Erasmus+ გაცვლით პროგრამებში სტუდენტთა და მეცნიერ-თანამშრომელთა მონაწილეობას, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ინტეგრირებას, სტუდენტების განათლების ახალი საზრისისა და დანიშნულების განსაზღვრასა და არსებული მდგომარეობის ანალიზს. ჩვენს უნივერსიტეტში თურქი კოლეგების ვიზიტი უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას, რომელიც ეხება სოციალური მეცნიერებებისა და, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით ფესტივალის დაგეგმვისა და მასში მონაწილეობის კუთხით თანამშრომლობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალი ტიპის თანამშრომლობას, რაც, ვფიქრობ, ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის ახალი წარმატებული პროექტების განხორციელების საწინდარი იქნება”, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

ინფორმაციისთვის, კარაბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანადოლუს უნივერსიტეტის შემდეგ, თურქეთში მეორე უნივერსიტეტია საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. უნივერსიტეტი 2007 წელს დაარსდა და ამჟამად მის შემადგენლობაშია 16 ფაკულტეტი, 2 ინსტიტუტი, 5 კოლეჯი, 9 უმაღლესი სკოლა და 15 კვლევითი ინსტიტუტი. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობა ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა არქიტექტურა, ინჟინერია, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ფილოლოგია, ხელოვნება, ეკონომიკა, მედიცინა, თეოლოგია. კარაბუკის უნივერსიტეტი შედის თურქეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების საუკეთესო ათეულში, ხოლო Times Higher Education-ის (THE) რანჟირების სისტემაში იკავებს 1001–1200 პოზიციას და 251-300 ადგილს - მსოფლიოს საუკეთესო ახალ უნივერსიტეტებში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კარაბუკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი 13 დეკემბერს დასრულდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის