ნიკა მელია - მოქალაქეები შსს-ს აბრევიატურას ასე შიფრავენ: “შენი სიცოცხლე საფრთხეშია“  - პოლიციური ცხოვრება მალე უნდა დასრულდეს, სისტემის არ ჩამონგრევა გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, ქვეყანას ეს ბედისწერა ჰქონდეს

თქვენ გგონიათ, შსს ადამიანის უფლებებს იცავს? მოქალაქეები ამ უწყების აბრევიატურას როგორც - შენი სიცოცხლე საფრთხეშია - ასე შიფრავენ. ამ სამინისტროში მწამებლები მუშაობენ, ყველა "ხარებას" რომ ახსენებს, გომელაური დაგვავიწყდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, შსს-თან აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში ყველაზე სამარცხვინო და ამორალური საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან.

"გომელაურის ბრძანებითაც დაიდგა რამდენიმე საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსი რუსთაველის გამზირზე და ქაშუეთთან, შემდეგ მანქანებში აქციების დროს დაპატიმრებული დემონსტრანტების უმოწყალო წამება ხდებოდა, დღეების განმავლობაში. ყველაზე სამარცხვინო რგოლი პატრულის თანამშრომლები არიან, ამორალური, უზნეო რგოლი. თითქოს ყველაზე ზრდილობიანი, სანდომიანი, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე ამორალურები. ნაწამებ ადამიანებს სასამართლოში, რომ ამხელენ, არცერთ ეპიზოდთან შეხება, რომ არ ჰქონიათ. იმ ზონდერებზე უზნეო, პატრულის თანამშრომლები არიან.

გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაში, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასა და ყველა მონაწილე ადამიანის, რომლებმაც კანონი დაარღვია, დასჯაშია. ამ ადამიანის პოლიციური ცხოვრება მალე უნდა დასრულდეს.

ამ სისტემის არ ჩამონგრევა, სახელმწიფოს გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, რომ ქვეყანას ეს ბედისწერა აქვს. მართლა რომ დაგჭირდეს ეს ზონდერები, როგორ უნდა გამოიძახო?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ივანიშვილის დაცვისა და მოურავებისგან დაკომპლექტებულია. რამდენი მსგავსი განცხადება გაუვრცელებიათ. სისულელეს ბოდავენ. აღარ დატოვეს არცერთი პროფესიის ადამიანი, რომელიც არ დააკავეს. გომელაურისა და ლილუაშვილის განცხადებას რა ფასი აქვს?"- განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს