პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ეს არის პოლიტიკური პარტიების გაფართოებული შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ აქამდე რას მივაღწიეთ. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ პროტესტთან ერთად, არჩევნების არაღიარებას მივაღწიეთ, „ქართულ ოცნებას“ არ მოიხსენიებენ როგორც ხელისუფლებას, არამედ როგორც, ივანიშვილის რეჟიმს, ან პარტიის სახელით მიმართავენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიები ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან და მომავალში ერთობლივ ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„ასევე გვექნება საუბარი რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ერთობლივად, იმისთვის რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია. იცით, რომ საერთო საინფორმაციო ცენტრი გავაკეთეთ, არის სამუშაო ჯგუფები იურიდიული და სხვა მიმართულებებით, რომ პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს დახმარება აღმოვუჩინოთ.

ასევე, დავაფიქსირებთ მოსაზრებას 14 რიცხვში ჩანიშნულ კლოუნადასთან დაკავშირებით [პრეზიდენტის არჩევა], რომელიც საკონსტიტუციო გადატრიალებაა და რომელსაც „ქართული ოცნება“ აწყობს, ასევე ჩვენს მოსაზრებას გავაჟღერეთ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუციაა საქართველოში.

ივანიშვილის რეჟიმმა მშვიდობის ნაცვლად დაპირისპირება და ქაოსი მოიტანა, აქედან თავის დაღწევის ერთადერთი გზა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის