შს მინისტრის მოადგილე - დაშავებული 150-ზე მეტი პოლიციელიდან უმრავლესობას აღენიშნება ნახეთქი ჭრილობები და დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან - ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც პარლამენტი ადგენს

150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან - ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასაც.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციების შემოღებას შეკრება-მანიფესტაციის დროს. მოგეხსენებათ, შეკრება-მანიფესტაცია უნდა იყოს მშვიდობიანი ხასიათის და თუკი ის ძალადობრივ კატეგორიაში გადავა, ამ შემთხვევაში პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ბოლო დღეების და მიმდინარე წლის ანალიზმა აჩვენა, რომ პიროტექნიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოძალადე ჯგუფების მხრიდან, ძალიან დამაზიანებელია, როგორც ადამიანების მიმართ, ისე ინფრასტრუქტურის მიმართ. განსაკუთრებით პოლიციელების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან. გარდა ამისა, თქვენ ნახეთ, რომ პარლამენტის შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ფაქტობრივად, წინა ფასადი და ჭიჭინაძის მხარეზე არსებული სამუშაო კაბინეტები განადგურებულია. ეს ყველაფერი სწორედ ამის შედეგი არის. სწორედ ამიტომ ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!