საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმადაც, დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა გადაუვადდებათ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, თავის დროზე კანონის მიღებით დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ცვლილება 2020 წელს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში განხორციელდა. ცვლილების თანახმად, დაუმთავრებელი მშენებლობები მაშინ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს ობიექტები შემდეგ 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა მიღებულიყო ექსპლუატაციაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მაია ბითაძის განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, დღეის მდგომარებით, ვერ ხერხდება ზოგიერთი ამ ობიექტის 2025 წლის 1 იანვრამდე დასრულება და მათი ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნულის მიზეზად, მათ შორის, პანდემიის ხანგრძლივი პერიოდი სახელდება. მისივე თქმით, იმისათვის რომ ამ საკანონმდებლო შეღავათის მოქმედების ვადა გაგრძელდეს, საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება.

ამგვარად, მიზანშეწონილად ჩაითვალა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კანონით გათვალისწინებული პირობის ვადის - ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2025 წლის 1 იანვრამდე გამოცემის - 2028 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე და ნიკა ელისაშვილი.

კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება