ეუთოს „სამეული“ -  მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს მშვიდობიან პროტესტებზე - ყველა ბრალდება სანდოდ უნდა იქნას გამოძიებული და დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი აგოს

მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ , - ამის შესახებ განცხადებას ეუთოს ე.წ. „სამეული“ ავრცელებს, რომელიც სამი - მიმდინარე (მალტა), ყოფილი (ჩრდილოეთ მაკედონია) და მომავალი (ფინეთი) თავმჯდომარე ქვეყნისგან შედგება.

განცხადებაში, სამი ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ "რეპრესიული ტაქტიკისა" და "დაშინების", მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება. ამასთან, მოწოდებაა, რომ ყველა ბრალდება სანდოდ იქნას გამოძიებული, დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა კი პასუხი უნდა აგოს.

ამასთან, განცხადებაში საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ მოწოდებაა, გამოიყენონ სხვადასხვა ისნტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შეთავაზებაც ეუთოსა და მის ინსტიტუტებს შეუძლია. „სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი.

“ჩვენ, ეუთოს სამეულის წევრები, მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ ქართველი ხალხისთვის შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება. კანონები, რომლებიც ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, გაწვეულ უნდა იქნას.

ძალადობის, საარჩევნო თაღლითობის, და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმების ყველა ბრალდება სანდოდ უნდა იქნას გამოძიებული, ამ დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც შეესაბამება ეუთოს ჩვენს საერთო პრინციპებსა და ვალდებულებებს, რაც უკვე ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შემოთავაზებაც შეუძლიათ ეუთოსა და მის ინსტიტუტებს. „სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი.

ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის თავიანთ მისწრაფებას გამოხატავენ, რაც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა