მამუკა მდინარაძე - მიხეილ ყაველაშვილი შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი  საქართველო ვგულშემატკივრობდით - დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს

მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი არჩეული, ეს არის პირველი შემთხვევა და მათ შორის უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. როგორც ცნობილია, კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. თუ ჩვენ მეორე ტური დაგვჭირდა, მეორე ტურიც დღეს გაიმართება. სხვა შემთხვევაში, არჩეული იქნება პრეზიდენტი პირველივე ტურში. ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები არ გამოცხადდნენ.

მიხეილ ყაველაშვილის დასახელებისას, მთავარი კრიტერიუმი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ