მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო/ოდირის ანგარიში იმას მოწმობს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ვფიქრობ, ეუთო/ოდირის ანგარიში იმას მოწმობს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სიურპრიზი არ არის, რომ დასკვნაში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპოზიციის მხრიდან.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი იყო, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ და შემდგომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი დაესვა.

„გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება რამდენიმე კვირა თუ თვეა, ელოდა. ეუთო/ოდირის დასკვნა სრულყოფილად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს, შემდეგ უკვე არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგ პერიოდსაც. ძირითადად ის ემთხვევა იმ დებულებებს, რაც უკვე გაჟღერებული იყო ეუთო/ოდირის მიერ წინასწარ, როდესაც შეფასდა თავად არჩევნები, თუმცა ვხედავთ, რომ ამ დასკვნაში უფრო ფართოდ არის მოცემული ის რეკომენდაციები, რაც მიეცა ხელისუფლებას იმისათვის, რომ ვიმუშაოთ იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ეს ხაზგასმულია თავად დასკვნაში. თავად არჩევნების ორგანიზებაც პოზიტიურად არის შეფასებული. რა თქმა უნდა, არც სიურპრიზი არ არის და არც გასაკვირი, რომ მასში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპოზიციის მხრიდან. თქვენ კარგად გახსოვთ, თუ როგორო იყო წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდი, ასევე, არჩევნების შემდეგი პერიოდი. ოპოზიციისთვის არასდროს ყოფილა მიზანი ამ არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნების შედეგების აღიარება. მისი მოწოდებები მიმართული იყო სწორედ იქით, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ და შემდგომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაესვათ კითხვის ნიშანი. თუმცა ვფიქრობ, ეს ანგარიში იმას მოწმობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ასეთი კითხვის ნიშნები არსებობდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით," - განაცხადა ბოჭორიშვილმა „პირველ არხთან".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის