პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულდა. თუმცა, საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება.

დემონსტრანტების მცირე ნაწილი რუსთაველის გამზირზე ისევ რჩება.

დღეს მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მათ შორის იყვნენ, მასწავლებლები, მოცეკვავეები, ასევე სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები - სვანები, ქუთაისელები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ.

დემონსტრანტებმა მსვლელობა სხვადასხვა შინაარსის ბანერებით სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიწყეს. მათ შორის, პარლამენტთან ქართველი მოცეკვავეები ხორუმის ცეკვით ფილარმონიიდან მივიდნენ.

მათ ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობებით მისული აქციის მონაწილეები, რომელთაც დერეფანი ჰქონდათ მოცეკვავეებისთვის გაკეთებული.

მოქალაქეები უკვე 24-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა