თათია ნიკოლაშვილი - ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს

გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა ხალხმა შეასრულა გამარჯვების ცეკვა. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის ღირსეული ადამიანები, ვინც ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ოლიგარქს. ხარება და გომელაური, რომლებიც „მაგნიტსკის სიაში“ არიან შეყვანილები, როგორც ჯალათები, აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა ოზურგეთში განაცხადა, სადაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრები პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას აპროტესტებენ და იმ ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ, ვინც მათივე შეფასებით უკანონოდ დააკავეს აქციის დროს.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, „რუსმა ოლიგარქმა მოინდომა რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო რომ არ არის ისეთი სახელმწიფო შეგვიქმნას“.

„მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს ე.წ. შს მინისტრი, მისი მოადგილეები. ეს ადამიანები ოფიციალურად მკვლელებად, ჯალათებად არიან გამოცხადებული სწორედ იმის გამო, რასაც ახლა ხედავთ - დასისხლიანებული, ნაცემი ადამიანების ფოტოები, რომლებიც იმის გამო სხედან ციხეში და იმის გამო სცემენ, რომ მათ საკუთარი ქვეყანა უყვართ.

ხარებას და გომელაურის დავალებების შემსრულებლად იქცა “მილიცია”. ალბათ, ძალიან ოპტიმისტები ვართ, რომ მოვედით ამათთან, რომ დავანახოთ თუ სად არის სიმართლე, ნათელი მხარე. გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა ხალხმა შეასრულა გამარჯვების ცეკვა და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის ღირსეული ადამიანები, ვინც ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ოლიგარქს, აუცილებლად დაიწერება მათზე ბევრი“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის