დიმიტრი პესკოვი - ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამოცანა შევასრულოთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის უკრაინის მზადყოფნასთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ არის და რუსეთი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს.

„ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ რადგან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის მზადყოფნის კუთხით ჯერჯერობით პროგრესი არ არის, ვაგრძელებთ ოპერაციას. ჩვენ ვხედავთ დინამიკას, დინამიკა თავისთავად მეტყველებს: ჩვენ წინ მივდივართ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება. პესკოვის მტკიცებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა შეასრულოს ყველა ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ყველა ის ამოცანა, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგას“, - განაცხადა პესკოვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის