ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ვერ დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის გამო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს არ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

„23-24 დეკემბერს იზოლირებული ვიყავი და სახლიდან ვმუშაობდი. 25 დეკემბერს ჩემი დიაგნოზი უარყოფითია და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები. თუმცა, კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც დღეს სანქტ-პეტერბურგში იმართება, მონაწილეობას არ მივიღებ“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის ცალკე შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა