ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიის მთავრობის ცნობით, რომელიც წელს BRICS-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა ინდონეზიის გაწევრიანებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„ინდონეზია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, გლობალური მმართველი ინსტიტუტების რეფორმას მხარს უჭერს და გლობალურ სამხრეთში თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს“, - განაცხადა ბრაზილიის მთავრობამ.

ინდონეზიის გარდა, BRICS-ი რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აერთიანებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა