„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - „შერატონ ბათუმი“ კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმაა აღბეჭდილი

„შერატონ ბათუმი“, კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, განმარტავენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით.

„შერატონ ბათუმი“, კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის