საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის (GRCG) ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

პარასკევს, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ააიპ "საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართულ და ჩინურ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

"საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა" წარმოადგენს დინამიურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერებას, ინოვაციური პროექტების განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას. ორგანიზაცია კომპანიებს სთავაზობს ინდივიდუალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ექსპერტიზას ბაზარზე შესვლის, პროექტების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორების მოძიების მიმართულებით.

ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში უზრუნველყოფენ ოპერატიულ კონსულტაციებს და მჭიდრო კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნეს ურთიერთობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას. წარმომადგენლობები წევრ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს მოიძიონ სანდო პარტნიორები, კვალიფიციურად გადალახონ ბაზარზე შესვლის ბარიერები და დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ უკვე საფუძველი ჩაეყარა ასოციაციისა და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების, “ბაზისბანკის” და “ბბ ლიზინგის” თანამშრომლობას, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესის დაფინანსების ხელმისაწვდომობას და ქართულ-ჩინური პროექტების რეალიზაციას.

ასოციაციის როლი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარებისა და შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების მიზნით, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ გაძლიერებასა და ორმხრივ წარმატებას.

"ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ქართულ და ჩინურ ბიზნესებს ერთმანეთთან დაკავშირებაში, ღირებული პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების განხორციელებაში. ჩვენი გამოცდილება და ღრმა ცოდნა ორივე ქვეყნის ბაზრისა და კულტურის შესახებ გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ოპტიმალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე მხარის განვითარებას და წარმატებას," - აღნიშნავს ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, დავით ჩიქოვანი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებული ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებიდან, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის, მენეჯმენტის, სერვისების და ტურიზმის ინდუსტრიებიდან. შეხვედრის მიზანი იყო ორგანიზაციის წარდგენა, მისი შესაძლებლობების გაცნობა, ბიზნეს ორგანიზაციების საჭიროებების უკეთ გაგება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დაგეგმვა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის