დონალდ ტრამპი - ახლახან ჯასტინ ტრუდოს ვესაუბრე, კიდევ დაველაპარაკები

ახლახან ჯასტინ ტრუდოს ვესაუბრე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„კანადა ამერიკულ ბანკებს იქ გახსნისა და ბიზნესის კეთების უფლებას არ აძლევს. რა არის ეს? ბევრი ასეთი შემთხვევაა, მაგრამ ასევე, ეს ნარკოტიკებთან ომია და აშშ-ში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მექსიკისა და კანადის საზღვრებით შემოსული ნარკოტიკების გამო. ახლახან ჯასტინ ტრუდოს ვესაუბრე. 15:00 საათზე კიდევ დაველაპარაკები“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადეს.

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) შევა ძალაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს