ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება

ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, "ანტიამერიკელი ხულიგნები" სანქციების საფრთხის ქვეშ დგანან.

"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება. ანტიამერიკელი ხულიგნები სანქციების საფრთის წინაშე დგანან. ტრამპი ამას გამოასწორებს“, - წერს უილსონი.

ჯო უილსონი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა