„არემჯი“ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„არემჯი“ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „არემჯის“ სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 3 თებერვლიდან დაიწყო. კომპანია სახელობით სტიპენდიას სამთო-გეოლოგიური მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს მე-7 წელია რაც გადასცემს.

„წელს პირველად, სასტიპენდიო კონკურში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

„არემჯის“ სასტიპენდიო კონკურსში 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. პროექტის მიზანს სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს. წელს კომპანიამ ერთწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებსაც მისცა.

სტუ-ის და თსუ-ის ბაკალავრიატის II-IV კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ფაკულტეტებზე სწავლობენ, პროექტში მონაწილეობის მისაღებად 14 თებერვლის ჩათვლით, ელ-ფოსტაზე: scholarship@richmetalsgroup.com უნდა გამოაგზავნონ: აკადემიური მოსწრების ბარათი, ავტობიოგრაფია(CV) და სამოტივაციო წერილი.

ორეტაპიანი გასაუბრების შედეგად, შეირჩევა 25 სტუდენტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში "არემჯისგან" სტიპენდიას მიიღებენ.

7 წლის მანძილზე კონკურსში მონაწილეობა სტუ-ის 500-მდე სტუდენტმა მიიღო. მათგან სასტიპენდიო კომისიის მიერ, რომელიც "არემჯის" მაღალი რგოლის მენეჯერებით არის დაკომპლექტებული სტიპენდია 128 სტუდენტმა მოიპოვა. „არემჯის“ სტიპენდიატებს შორის მაღალი მაჩვენებელია დასაქმების კუთხით, 128 სტიპენდიატიდან, კომპანიამ თანამშრომლობა 70-მდე სტუდენტთან გააგრძელა.ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა "არემჯის" ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელსაც კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ფარგლებში ახორციელებს“, - აღნიშნულია „არემჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს