სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის სამთავრობო გემები პანამის არხის გავლით გადასახადის გარეშე იმოძრავებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ სამთავრობო გემებს პანამის არხის გავლით გადასახადის გადახდის გარეშე გაცურვის უფლება მიეცემათ, - ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეერთებული შტატების სამთავრობო გემებს ახლა შეუძლიათ პანამის არხის ტრანზიტით გავლა გადასახადის გარეშე, რაც დაზოგავს აშშ-ის მთავრობას მილიონობით აშშ დოლარს წელიწადში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კვირას გამართული მოლაპარაკებების დროს პანამამ შეერთებულ შტატებს დათმობები შესთავაზა. მისი თქმით, პანამის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უსამართლობაა, როცა შეერთებული შტატები სასიცოცხლო მნიშვნელობის არხს იცავს და ამავდროულად, მისი გამოყენებისთვის გადასახადი ეკისრება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის