თბილისში ტაქსის მძღოლები და კურიერები აქციას მართავენ

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები და კურიერები აქციას მართავენ. ისინი აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობის გამართვასაც გეგმავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები შემდეგია: „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხ რეგულაციების დაწესება, დაბლოკილი მძღოლების უპირობო აღდგენა, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რეგულაციების დაწესება კომპანიებისათვის ყველა მხარის ჩართულობით, სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა უშუალოდ ტაქსის მძღოლების და კურიერების ჩართულობით, შეკვეთიდან საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი დაწევა კომპანიების მხრიდან“.

„პირველ რიგში, პროტესტის მიზანია კაბალურად გაზრდილი საკომისიო. ძალიან რთულია ქართველი მძღოლებისთვის საქართველოში ყველა შეკვეთიდან 22%-იანი საკომისიო. ასევე, მძღოლების დიდი უმრავლესობა გულისტკივილს გამოთქვამს, არაქართულენოვანი მძღოლების მატებასთან დაკავშირებით. ეს არის მარტივად მოსაგვარებელი, სურვილის შემთხვევაში. უბრალოდ, მგზავრის აპლიკაციაში დაამატონ ფუნქცია - ქართულენოვანი მძღოლის და არაქართულენოვანი მძღოლის, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება აირჩიოს, ვინ მოემსახუროს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება მძღოლების დაბლოკვა. თუ მგზავრი მიაწვდის არასასურველ ინფორმაციას, ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმიტომ, რომ აპრიორი მგზავრი ყოველთვის მართალი ვერ იქნება, ისევე როგორც მძღოლი. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ