ნინო ქათამაძე - თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია

მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასოთ, რომ არცერთი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა , - ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხი განიხილებოდა.

ნინო ქათამაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ რუსთაველის გამზირსა და მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი სწორია და უნდა გაგრძელდეს.

“კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბრძოლა, რაც რუსთაველის გამზირზე და მთელს საქართველოში მიდის, ნამდვილად სწორი პროტესტია და ნამდვილად გასაგრძელებელია, რადგან ყველაზე მთავარს - თავისუფალს, ყველაზე მთავარს - სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგრძნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში.

მე ისიც არ ვიცოდი, თუ ასეთი ბოროტი მეორე მხარეც არსებობდა, ასეთი ბოროტი დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი დანაშაული დაფიქსირებულიყო.

ქალბატონ მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასო, რომ არცერთი ჩვენი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ჩვენ ერთიანად შევძლებთ, ისეთი სასამართლო სისტემა გვქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდადებულის იმედი იქნება ეს სახლი”, - განაცხადა ნინო ქათამაძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე