ვოლოდიმირ ზელენსკი - ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე - ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური არაა

ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს.

“არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა…

მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, [შანსი ექნებათ] მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით უკრაინულ ბიზნესებთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ დეტალურად ვისაუბროთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14 თებერვალს იხსნება და მასზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსთან შეხვედრას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენში ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან გეგმავს შეხვედრებს, ისევე როგორც ამერიკელ სენატორებთან, თუმცა თავად ტრამპთან შეხვედრისთვის “თარიღი ჯერ არ არის”. ცნობისთვის, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ის “სავარაუდოდ” ზელენსკის შეხვდებოდა.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში შეხვედრების თარიღსა და გეგმას შეათანხმებენ; როგორც კი შეთანხმდება, მზად ვართ, მზად ვარ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის