დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, როდის შეხვდება პუტინს, მაგრამ აღნიშნა, რომ შეხვედრა "არც ისე შორეულ მომავალში" გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

”ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა”, - განაცხადა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა