ბრაზილიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს, „მსოფლიოს იმპერატორი“ გახდეს.

„ის ცდილობს გახდეს მსოფლიოს იმპერატორი. ის ცდილობს, ყველა ქვეყნის საქმესა და ყველა საჯარო პოლიტიკაში ჩაერიოს”, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.

ამასთან, ლულას თქმით, შეერთებული შტატები ბრაზილიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისგან მეგობრობის უფრო დიდ ჟესტების ხილვა სურს.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროტექციონიზმი შეჩერდეს“, - განაცხადა ლულამ ვაშინგტონის მიერ ბრაზილიურ პროდუქტებზე, მათ შორის ფოლადზე, გამოცხადებულ ტარიფებზე საუბრისას.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა