თბილისში „სმარტის“ 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა

ძველ თბილისში, ხეთაგუროვის ქ.#40-ის მიმდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. 2025 წლის ბოლომდე ჯამურად ბრენდი 55 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. 2023 წლიდან „სმარტის“ სუპერმარკეტები DODO Designs-ის ინტერიერის დიზაინით ვითარდება და „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ გამორჩეულად თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტი“ ქსელის განვითარებას განაგრძობს. უახლოესი თვეების მანძილზე „სმარტი“ თბილისში მარცხენა სანაპიროზე, ხოლო რეგიონში - თელავში, მარნეულსა და მესტიაში გაიხსნება. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის

და „სმარტში“ ექსკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის ერთად შეძენა მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების შეთავაზება „ვისოლის“ კორპორაციული უპირატესობაა, რომელიც მომხმარებელს მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას უქმნის. ამიტომაც, „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ სუპერმარკეტის გარდა „ვინტოს“ ავტომომსახურებას, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლმა“ „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო და ქსელის გაფართოება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებით გადაწყვიტა ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის გემრიელი არჩევანი აქვს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის