სენატორი ჯინ შაჰინი - უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს

ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტზე დგას, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზოს.

„უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივ აგრესიის ესკალაციისთვის. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.

ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ღირებულებები თავისუფალ სამყაროს ეკუთვნის და არა ავტოკრატებსა და მკვლელ დიქტატორებს“, - წერს სენატორი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა