მარინ ლე პენი უკრაინისთვის ამერიკული დახმარების დაპაუზებაზე - ამ  გადაწყვეტილების სისასტიკე დასაგმობია

უკრაინისთვის ამერიკული დახმარების დაპაუზების შესახებ გადაწყვეტილების სისასტიკე დასაგმობია. ამის შესახებ ფრანგმა ოპოზიციონერმა, პარტია “ეროვნული გაერთიანების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მარინ ლე პენმა გამოცემა Le Figaro-სთან საუბარში განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების სისასტიკე დასაგმობია… ეს ძალიან სასტიკია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პატრიოტულ დაცვაში მონაწილეობენ”, - აღნიშნა ლე პენმა.

ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ “არავის არ შეუძლია შეერთებულ შტატებს დააძალოს დახმარების შენარჩუნება, თუ ქვეყანას აღარ სურს”, თუმცა აღნიშნა, რომ “ძალიან საეჭვოა აზრის შესაცვლელად უკრაინისთვის გონივრული ვადის არმიცემა”.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი