ვლადიმერ პუტინი - ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ “კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება”.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აღნიშნული საკითხისადმი ყურადღებისთვის.

“ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას”, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არის „ნიუანსები“, საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელებთან, ასევე, შესაძლოა სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან.

“ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2,000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაჰბრალდება? ვის დაჰბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით [გადაჭრას], თავად იდეას მხარს ვუჭერთ”, - განაცხადა პუტინმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს