მედია - სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის შემდეგ ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მომიტინგეების გზავნილი ესმის და „უნდა შევცვალოთ საკუთარი თავი"

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

BBС-ის ინფორმაციით, ბელგრადში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ათასობით მომიტინგე ჩავიდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საპროტესტო აქციაში 107 000 ადამიანი მონაწილეობდა, დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით კი, სულ მცირე, 325 000 ადამიანი შეიკრიბა და ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია სერბეთის ისტორიაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს 22 ადამიანი დააკავეს და 56 დაშავდა.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პოლიცია შეაქო და განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლეს.

ამასთან, სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მან მომიტინგეების გზავნილი გაიგო.

"მთავრობაში ყველამ უნდა გაიგოს გზავნილი, როდესაც ამდენი ხალხი იკრიბება. მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. საპროტესტო აქციების ფონზე იანვარში თანამდებობა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც დატოვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის