ზაზა ვაშაყმაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოუთხრო საქართველოში არსებული ტოლერანტული რელიგიური გარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ტოლერანტობის ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. ამის საილუსტრაციოდ მან დაასახელა ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო უწევს რელიგიურ კონფესიებს და რელიგიური ნაგებობების დაბრუნების პრაქტიკა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დარღვევის პრაქტიკაზე. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ ამგვარ ვითარებაში ცივილიზებული მსოფლიო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ამომწურავი ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ სლოვაკეთის კულტურის სამინისტროში არსებობს რელიგიის სააგენტოს ანალოგიური ორგანიზაცია, რომელთან კონტაქტების დასამყარებლადაც ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარე სლოვაკეთში დაპატიჟა. მატუშ ბუშოვსკიმ აგრეთვე, აღნიშნა, რომ სლოვაკეთში ფუნქციონირებს რელიგიის კანონი, რომელსაც საელჩო რელიგიის სააგენტოს მიაწვდის.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის