„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე დააკავეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან განაცხადა, ვარშალომიძე მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა.

ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ სწორი კომუნიკაციაა საჭირო, რომ „დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“.

“ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ ახლა ამ წუთას, ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში.

ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ