დიმიტრი მედვედევი - მერცი გებელსივით ტყუის - ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!

მერცი გებელსივით ტყუის და ცუდად იწყებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„მომავალმა კანცლერმა მერცმა აგრესიულ ომზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს ევროპაში, ხანძრების, დაკვეთით მკვლელობების, ვანდალიზმისა და დეზინფორმაციის სახით. ჯერ ერთი დღეც არ უმუშავია და უკვე გებელსივით ტყუის“, - წერს მედვედევი.

მისი თქმით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ცუდად იწყებს.

„მერც, სწორედ ასეთი ომი აწარმოა თქვენმა ნაცისტურმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 1941-1945 წლებში. ვიცით, როგორი გამარჯვებით დასრულდა ეს. ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!“ - აღნიშნა მედვედევმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის