იმედი L-ის ახალი კამპანია - მომავალზე ფიქრისას უნო შეგეფერება

იმედი L-მა ახალი საინტერესო კამპანია წარადგინა. „მომავალზე ფიქრისას უნო შეგეფერება“ - ეს სლოგანი კამპანიის მთავარი მესიჯია.

უნო ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევაა იმედი L-ისგან, ჭოგრიტი კი, მომავლის დანახვის საშუალება. კამპანიის მთავარი ატრიბუტი ვარდისფერი ჭოგრიტია, რომელიც მომავლის განჭვრეტისა და მასზე დაფიქრების სიმბოლოდაა გამოყენებული.

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა უნო, უკვე ერთი წელია ბაზარზეა წარმოდგენილია. მისი შეძენა, ადამიანებს, შეუძლიათ განურჩევლად პროფესიისა და სამუშაო ადგილისა. პროდუქტი განკუთვნილია ყველასთვის ვისაც არ აქვს კორპორატიული დაზღვევა და სურს ისარგებლოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით.

„ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა. კამპანიითაც, სწორედ ამის ჩვენება გვინდოდა. რასაც არ უნდა აკეთებდე ახლა, არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი და როცა მომავლის დაგეგმვისას ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებ, თავს უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობ. კამპანიის მიზანი იყო, წარმოგვეჩინა რომ, ნებისმიერი განსხვავებული პროფესიის ადამიანს მომავალზე ფიქრისას უნო შეეფერება.

როდესაც ვსაუბრობთ უნოზე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ დაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. არჩევითი სერვისები კი, ჩვენს დაზღვეულს აძლევს შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ უფრო მეტად გახადოს მასზე მორგებული. ამ შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლია პერსონალური მენეჯერის სერვისის დამატებით დაზოგოს დრო და დაზღვევა უფრო კომფორტული და სწრაფი გახადოს. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. შესაბამისად ნებისმიერი სიახლე, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ინერგება, ამ მიზანს ემსახურება“, - ამბობენ იმედი L-ში.

უნოს შესაძენად გადადით ბმულზე.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის