გრენლანდიის პრემიერი აშშ-ის დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზე - რა ესაქმება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გრენლანდიაში? ერთადერთი მიზანი ჩვენზე ძალაუფლების დემონსტრირებაა

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს, მიმდინარე კვირას გრენლანდიას ეწვევა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ამერიკული სამხედრო ბაზის მონახულებას და მარხილში შებმული ძაღლების რბოლაზე დასწრებას გეგმავს.

„ვიზიტის მიზანია გრენლანდიის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობა და ძაღლების რბოლაზე დასწრება, რომელსაც შეერთებული შტატები სიამაყით აფინანსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრაიან ჰიუზმა.

დაგეგმილ ვიზიტს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუთე ეგედე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „უაღრესად აგრესიულია".

„რა ესაქმება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გრენლანდიაში? ერთადერთი მიზანი ჩვენზე ძალაუფლების დემონსტრირებაა. მისი ყოფნა გრენლანდიაში უდავოდ გააძლიერებს ამერიკის რწმენას ტრამპის მისიის მიმართ და ზეწოლა გაიზრდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის ანექსიას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ